ოლიმპიადის პირველ დღეს ქართველი მოციგურავეები იასპარეზებენ

03 თებერვალი 2022, 23:28 1006 ნახვა

ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) რეკორდული რაოდენობის, ცხრა სპორტსმენი წარდგება.

ოლიმპადის პირველ დღეს ქართველი მოციგურავეები დაწყებენ ასპარეზობას.

06:00-07:15 ფიგურული ციგურაობა. გუნდური – მამაკაცები. მოკლე პროგრამა (მორის ყვითელაშვილი)

07:40-08:54 ფიგურული ციგურაობა. გუნდური – ცეკვები. რიტმული ცეკვა (მარია კაზაკოვა/გიორგი რევია)

09:20-10:55 ფიგურული ციგურაობა. გუნდური – წყვილები. მოკლე პროგრამა (კარინა საფინა/ლუკა ბერულავა)

ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

ქართველი სპორტსმენების გამოსვლას და გახსნითი  ღონისძიების რეპორტაჟს პირველი არხი გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში