2023 წლის ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური მატჩი  ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდება - პრემიერი

24 იანვარი 2022, 13:13 2597 ნახვა

პრემიერის განცხადებით, თბილისსა და ბათუმში 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები ჩატარდება.

მისივე თქმით, ჩემპიონატი ორ ქვეყანაში, საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.

პრემიერის განმარტებით, საქართველოში ჩამოვა რვა ქვეყნის შერჩეული გუნდი, ფინალური მატჩი კი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება.

"ჩამოვა 8 ქვეყნის შერჩეული გუნდი და ფინალური მატჩი გაიმართება ბათუმის ახალ სტადიონზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ დააფინანსა. ეს იქნება 2023 წელს დიდი მოვლენა. ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი ჩამოვა და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს მათი ხილვის საშუალება ექნება. თეა წულუკიანთან ერთად, მე შევხვდი ქართული ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს, ლევან კობიაშვილს. ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე და ვთქვით, რომ საჭიროა დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნა და სწორედ ამიტომ დღეს შეიქმნება დროებითი სამთავრობო კომისია, რომელიც ამ ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას გაუწევს ორგანიზებას"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, 2022 და 2023 წლებში საქართველო კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს, 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს, მსოფლიო ჩემპიონატს სათხილამურო „ფრი სტაილსა“ და „სნოუბორდში“ და მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი