ქვეყანაში საგანგაშო კოვიდვითარებაა. კორონავირუსით ინფიცირიების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო 24 საათში ვირუსით 9 600-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 20% გადასცდა, თუმცა დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე ჯერჯერობით საუბარი არ მიმდინარეობს.
დღეიდან ამბულატორიული დაწესებულებები კოვიდ 19-ის ტესტირებას ყოველდღიურად 10 დან 18 სთ-მდე ჩაატარებენ, ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს მხოლოდ ერთი ცხელების ცენტრი არ გადატვირთონ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პოლიკლინიკებს მიმართონ.