ტოჩინოშინმა იანვრის ბაშოზე მეექვსე ორთაბრძოლა მოიგო

21 იანვარი 2022, 14:26 1238 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2022 წლის პირველ სუპერტურნირზე 34 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძემ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა.

მე-13 დღეს ქართველის მეტოქე მე-13 მაეგაშირა ჩიომარუ იყო, რომელიც იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ამ დროისთვის ლევანს 6 მოგება და 7 წაგება აქვს და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი ორი ბრძოლიდან ორივეს მოგება სჭირდება.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-4 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი