1 კვირაა თოვს მაღალი ზონის სოფლებში, სადაც ზოგან მეტრობითაა თოვლის საფარი. გუშინ და დღეს თითქმის უწყვეტად თოვს, რაც ბუნებრივია აფერხებს გაწმენდით სამუშაოებს. ხილვადობა ცუდია, დაბალი ტემპრატურის გამო გზები მოყინულია, რის გამოც ავტომობილები ძირითადად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით ან მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილდებიან.
მუნიციპალიტეტებში მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეები პრობლემის დროს რეკავენ. ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობის ძირითად ნაწილთან აღდგენილია.