ქობულეთში, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს. გადაადგილების კუთხით პრობლემები შეიქმნა ქაქუთში, აჭყვისთავში, ზენითში, კვირიკეში, დაგვასა და ჩაქვისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ამ წუთებში იწმინდება ქაქუთის საავტომობილო გზა.
მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადმინისტრაციულ ცენტრებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილია. შეზღუდვებია ჩაქვში ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით.