საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეორე მატჩში ტაჯიკეთი 10-1 დაამარცხა

16 იანვარი 2022, 22:20 1055 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო მოსამზადებელი ამხანაგური მატჩი გამართა.

საქართველოს ნაკრებმა თბილისში ტაჯიკეთის ეროვნული ნაკრები მიიღო და დიდი ანგარიშით 10-1 დაამარცხა.

4 გოლი ელისანდროს ანგარიშზეა, 2 ბურთი კურტანიძემ გაიტანა, ხოლო თითო გოლი თალესმა, ლორენსუმ, ღავთაძემ, თოდუამ ჩაიწერეს აქტივში.

საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში 15 იანვარს ტაჯიკეთი 6-2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად ითამაშებს.

ავთანდილ ასათიანის შეგირდები D ჯგუფში გამოვლენ, სადაც აზერბაიჯანს (22 იანვარი), ბოსნია-ჰერცეგოვინასა (26 იანვარი) და ესპანეთს (29 იანვარი) ეთამაშებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში