აჭარის მაღალმთიანეთში თოვს

15 იანვარი 2022, 16:54 1094 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში დილიდან თოვს. უხვ ნალექს ჯერჯერობით  შეფერხებები არ გამოუწვევია.

გადაადგილება,ყველა მიმართულებით, შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტექნიკისათვის.

ცენტრალურ მაგისტრალზე დილიდან თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარებს, ასევე იყრება ტექნიკური მარილი. ამ დროისთვის მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხების გარეშე მიეწოდება.

თვითმმართველობებში დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილია საგანგებო შტაბები.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში