16 იანვარს, თბილისის დროით 05:40 საათზე UFC-ის ოქტაგონზე გიგა ჭიკაძე კალვინ კატარს დაუპირისპირდება.
გიგა ჭიკაძემ UFC-ში 7 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო, აქედან ბოლო 3-ში ნოკაუტით იმარჯვა.
რაც შეეხება კატარს UFC-ში 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 6 მოიგო.
გამარჯვების შემთხვევაში 33 წლის ჭიკაძე სატიტულო ბრძოლის მთავარი პრეტენდენტი გახდება.