კორონავირუსით კლინიკა ბაუ-ში ადვოკატი, პოლიტიკური მოღვაწე ილია წულუკიძე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი ბოლო ერთი თვის განმავლობაში რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობდა. ილია წულუკიძე წლების განმავლობაში იყო აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი, ბათუმის მერი, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. მას პოლიციის გენერალ მაიორის წოდება ჰქონდა.