განმეორებითი ბუსტერდოზების სტრატეგია ახალი შტამის წინააღმდეგ ქმედითი ვერ იქნება - ჯანმოს ექსპერტები 

13 იანვარი 2022, 14:24 920 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, რომ განმეორებითი ბუსტერდოზების სტრატეგია ახალი შტამის წინააღმდეგ ქმედითი ვერ იქნება.

განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველთა ჯგუფის სპეციალისტები ავრცელებენ, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მუშაობენ.

მათივე თქმით, წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ დღეს არსებული ვაქცინები „კოვიდ-19“-ის ახალი შტამით, „ომიკრონით“ ინფიცირების პრევენციის კუთხით ნაკლებად ეფექტურია. თუმცა, ეს ვაქცინები კვლავ იცავს ინფიცირებულს დაავადების მძიმე ფორმის განვითარებისგან.

ექსპერტები აცხადებენ, რომ აუცილებელია, ისეთი ვაქცინების შექმნა, რომლებიც უკეთ შეძლებენ ინფიცირებისა და „კოვიდ-19“-ის გადაცემის პრევენციას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი