ქუთაისის ტორპედომ 6 ფეხბურთელი დაიმატა

10 იანვარი 2022, 12:47 1108 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბი ქუთაისის ''ტორპედო'' ახალი სეზონისთვის ძლიერდება. ინფორმაცია გუნდის ახალწვეულების შესახებ გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

საერთო ჯამში ამ დროისთვის რიონისპირელებმა 6 ფეხბურთელი დაიმატეს. სამი მათგანი გუნდის ყოფილი მოთამაშე იყო. 

  • 29 წლის მარცხენა მცველი ლაშა შერგელაშვილი გასულ სეზონში "თელავში" თამაშობდა, სადაც 35 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. 
  • ''ტორპედოში'' დაბრუნდა 29 წლის მარცხენა მცველი გიორგი ქიმაძეც, რომელიც 2019 წლის სეზონიდან "დინამო თბილისში" გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო გასული სეზონი გაუცდა.
  • გუნდში დაბრუნდა გიორგი კუხიანიძეც. 29 წლის ნახევარმცველი ბოლოს უზბეკურ "ქიზილქუმში" გამოდიოდა.
  • ტორპედოს“ ახალწვეულია 25 წლის ფლანგის შემტევი აკაკი შულაიაც, რომელიც გასულ სეზონში "საბურთალოს" ღირსებას იცავდა.
  • "ტორპედოს" საყრდენი ნახევარმცველი გია მანჯგალაძეც დაემატა, რომელიც გასულ სეზონში ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა.
  • გია ცეცაძის ხელმძღვანელობით ითამაშებს ირაკლი ბუღრიძეც – გორის "დილას" ყოფილი თავდამსხმელიც გუნდს უკვე შეუერთდა. 24 წლის ბუღრიძემ გასულ სეზონში "დილაში" 28 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით გუნდი, თურქულ შეკრებაზე ხანგრძლივი დროით გამგზავრება, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში