დღეს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდება

05 იანვარი 2022, 15:58 830 ნახვა

დღეს საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის შესარჩევი რაუნდის მატჩში ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრა თბილისში ოლიმპიურ სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.
გულშემატკივრების დასწრება თავისუფალია და კოვიდრეგულაციების დაცვა სავალდებულო.

მატჩის პირდაპირ  რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.
საქართველოს ფინეთთან ორ რადუნდიანი დაპირისპირება ელოდება.

9 იანვარს უკვე საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები გასვლაზე ფინეთში ითამაშებს. 

ორმატჩიანი პლეი ოფის გამარჯვებული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე გადაინაცვლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში