პრემიერის შეფასება ლარის კურსზე

15 დეკემბერი 2016, 00:00 2984 ნახვა

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარსა და 67 თეთრამდეა. ლარის გაუფასურების მიზეზებზე  ისაუბრა დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით,  მეზობელ ქვეყნებში ვალუტა 100 დან 200 პროცენტამდეა გაუფასურებული და ამ მხრივ საქართველოს უკეთესი მდგომარეობა აქვს. 2012 წლის შემდეგ საქართველოში ლარი 60- დან 65 პროცენტამდე გაუფასურდა. კვირიკაშვილმა ოპონენტებსაც უპასუხა და მათ განცხადებებს მთავრობის არასწორ მიდგომებზე, პოლიტიკური სპეკულაციები უწოდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი