მათმა გარე პატრონებმა რეალობას ჩახედეს თვალებში და შეხედეს, რეალურად რა მოცემულობაა ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კირცხალია გახარიას პარტიის გადაწყვეტილებაზე

21 ოქტომბერი 2025, 12:08 109 ნახვა

მათმა გარე პატრონებმა რეალობას ჩახედეს თვალებში და შეხედეს, რეალურად რა მოცემულობაა ჩვენს ქვეყანაში. მიიღეს დავალება, რომ აი შებრძანდით პარლამენტში და შემოვლენ,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გახარიას პარტიის წევრების მიერ პარლამენტსა და საკრებულოებში თავიანთი ადგილების დაკავებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

ირაკლი კირცხალიას თქმით, უცხოელ პარტნიორებს მოუწევთ რეალობასთან შეგუება და მივლენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ „ქართულ ოცნებას“ ესაუბრონ პარტნიორულად, ესაუბრონ ისე და იმ ფორმატში, სადაც როგორც მათი ინტერესები, ასევე საქართველოს ინტერესებიც უმაღლეს დონეზე იქნება გათვალისწინებული.

„გულწრფელად რომ გითხრათ ეს რამეს მოუმატებს საპარლამენტო ცხოვრებას ან დააკლებს, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ მთავარი ფაქტი არის ერთი, რომ მათი პატრონები მიხვდნენ და რეალობას ჩახედეს თვალებში. მათ ყოველთვის მივმართავდით, რომ თქვენ არ გიდევთ საზოგადოების პულსზე ხელი, ქვეყანაში რა მოთხოვნებია, რა შეხედულებებია, ყოველთვის ვეუბნებოდით და კიდევ ვეტყვით ჩვენს პარტნიორებს, რომ მოუწევთ იმ რეალობასთან შეგუება, რომელი რეალობაც დგას ჩვენს ქვეყანაში.

იმ ღირსეულ გადაწყვეტილებებთან მოუწევთ თვალებში ჩახედვა, იმ გადაწყვეტილებებთან, რასაც ჰქვია სუვერენიტეტის დაცვა, რასაც ჰქვია რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა და მოუწევთ იმ გადაწყვეტილებების მიღება, მიუხედავად იმ დიდი სურვილისა, რომ ეს ყველაფერი გააბითურონ და გადაგვიყვანონ მათ დღის წესრიგზე, როგორც თავის სხვა პროქსი-სახელმწიფოებზე აკეთებენ და მცდელობები აქვთ, ამას ნათლად ვხედავთ ევროპის შუაგულშიც, სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებთან მიმართებით, ჩვენთან ეს არ გამოუვათ და მივლენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ გვესაუბრონ პარტნიორულად, გვესაუბრონ ისე და იმ ფორმატში, სადაც როგორც მათი ინტერესები, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიც უმაღლეს დონეზე იქნება გათვალისწინებული“- განაცხადა კირცხალიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე