უარი თანხმობით შეიცვალა - ბოიკოტი კი შეწყვეტილია. ერთი წლის შემდეგ ყოფილი პრემიერის პარტიის წევრები, სავარაუდოდ მომავალი კვირიდან პარლამენტში სხდომებს დაესწრებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპუტატის უფლებამოსილებას შეუდგებიან, რაზეც ბოლო ერთი წელი უარს ამბობდნენ, თუმცა ბოიკოტის მიუხედავად მათ საპარლამენტო სია ჩახსნილი არ ჰქონდათ. ისინი არც საკრებულოს მანდატებზე ამბობენ უარს და ახალი გადაწყვეტილებაც ახსნეს. მიაჩნიათ, რომ ბოიკოტი იყო შეცდომა ,ახლა კი მნიშვნელოვანია ისმოდეს განსხვავებული აზრი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.
დეპუტატები საქმიანობას გააგრძელებენ აჭარის უმაღლეს საბჭოშიც, სადაც გახარიას პარტიას ორი წევრი ჰყავს. საკითხთან დაკავშირებით დღეს პარტიის წევრები დამატებით განცხადებას გააკეთებენ.
მანამდე კი პარლამენტის წევრმა სოფიო ხორგუანმა აჭარის მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ არჩევნები ალბათ გაყალბდა, მაგრამ მათი პარტიის 8% ლეგიტიმურია.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე