ქედაში, სოფელ მეძიბნაში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელ აგოთასთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა და საფრთხე შეუქმნა დუმბაძეების ოჯახს.
ხუთწევრიანი ოჯახი დროებით საცხოვრებლად ახლობლებთან გადავიდა, რადგანაც მათი თქმით, ტერიტორიაზე ცხოვრება საფრთხის შემცველია.
სოფელს შემოვლითი გზაც აქვს, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ალტერნატიული გზა მანძილს კილომეტრით აგრძელებს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სამუშაოები გეოლოგების დასკვნის შესაბამისად განხორციელდება. სწორედ მათი დასკვნის შესაბამისად დაეხმარება ოჯახს ქედის მერიაც.
ამ ეტაპზე, ქედაში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა თოვლისაგან შიდა გზებს წმენდს.