რუსეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებენ

03 იანვარი 2022, 18:31 1076 ნახვა

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ან აქტიურ ჰიბრიდულ ოპერაციას დაიწყებს, დასავლეთის ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა, მკაცრი ეკონომიკური სანქციებით უპასუხებენ. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. "თუ მოვლენები უარესი სცენარის მიხედვით განვითარდება, მაშინ დასავლეთი, აშკარად, დამატებითი ეკონომიკური სანქციებით უპასუხებს. მე ნამდვილად მინდა მჯეროდეს, რომ აქამდე საქმე არ მივა”, - განაცხადა ჰავისტომ. მისი თქმით, მოსკოვს სანქციები ელოდება, თუკი ევროპის რუკის "გადაკერვას" ის ძალით დაიწყებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი