პირატები

31 დეკემბერი 2021, 19:05 2408 ნახვა

მე კი მინდა გითხრა, რომ 24-ე წელია ფეხბურთს ვუყურებ და წელს აუხდენელი ოცნება ამიხდა, დინამო ბათუმი ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ბათუმი სპორტის მიმართ დიდი სიყვარულით გამოირჩევა და წელს გულშემატკივარი სიხარულის პიკზე გავიდა, ფანებს ფეხბურთში მეთორმეტე მოთამაშესაც ეძახიან და დინამოს შემთხვევაში დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენმა პირატებმა ამ დიდ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ისევე როგორც იმ ადამიანებმა, ვინც მოედანზე არ ჩანს, მაგრამ რომ არა ისინი ფეხბურთელები მოედანზე საუკეთესო ფორმაში ვერ გავლენ და ვერც სტადიონი დახვდებათ საუკეთესო მდგომარეობაში.

2021 წლის აჭარაში სპორტის მთავარი მოვლენის და მათი ნაწილობრივ ფარული შემოქმდების შესახებ თემო სალუქვაძე და სულო დოლიძე  მოგვიყვებიან

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი