ელექტრონულ ხელმოწერას იურიდიული ძალა მიენიჭა

15 დეკემბერი 2016, 00:00 2713 ნახვა

მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ელექტრონული ხელმოწერისათვის იურიდიული ძალის მინიჭებასა და ქვეყანაში სხვადასხვა სახის კვალიფიციური ელექტრონული მომსახურების დანერგვას ითვალისწინებს.  ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას მატერიალური ხელმოწერის იურიდიული ძალა ენიჭება. ელექტრონული დოკუმენტებისა და ხელმოწერის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, მოქალაქეებისა და ბიზნესსუბიექტებისათვის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა გამარტივდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი