მერვე მოწვევის თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩა. დღესვე აირჩიეს თავმჯდომარის მოადგილეები, ესენი არიან - ბექა დავითულიანი, თინათინ ნიბლოშვილი და ლევან ჯაფარიძე. 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად დედაქალაქის საკრებულოში წარმომადგენელი ოთხ პარტიას ჰყავს - "ქართული ოცნებას" – 45 მანდატი აქვს, 2-2 კი "ლელოსა" და "გირჩს", ერთი "ალტ-ინფოს"