ეროვნულმა ლიგამ სეზონის საუკეთესოები დაასახელა

28 დეკემბერი 2021, 16:23 1655 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ლიგამ წლის ბოლოს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები გამოარჩია. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში დასახელდნენ. - ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე - ლაზარე კუპატაძე (ბათუმის "დინამო").

ნომინირებულნი ასევე იყვნენ - ლუკა გუგეშაშვილი, ოთო გოშაძე.

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის საუკეთესო მცველი - ირაკლი აზაროვი (ბათუმის "დინამო"). ნომინირებულნი ასევე იყვნენ - მამუკა კობახიძე, ოლეკსანდრ აზაცკი.

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი - სანდრო ალთუნაშვილი (ბათუმის "დინამო''). ნომინირებულნი ასევე იყვნენ - ირაკლი ბიძინაშვილი, ჯაბა ჯიღაური

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი - ზორან მარუშიჩი (თბილისის "დინამო"). ნომინირებულნი ასევე იყვნენ - გიორგი ფანცულაია, სერგო კუხიანიძე. 

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის საუკეთესო ლეგიონერი და ბომბარდირი - ზორან მარუშიჩი ( თბილისის "დინამო"). ლეგიონერის ტიტულზე ნომინირებულნი ასევე იყვნენ - უსმანე კამარა და ბენჟამინ ტეიდი. - ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გია გეგუჩაძე (ბათუმის "დინამო") ნომინირებული იყვნენ: ანდრეი დემჩენკო , გიორგი მიქაძე.

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ზორან მარუშიჩი (თბილისის "დინამო") ნომინირებულნი ასევე იყვნენ - ჯაბა ჯიღაური, ირაკლი აზაროვი.

ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა. სეზონის საუკეთესო სიმბოლურ 11 კაციან შემადგენლობაში 7 ფეხბურთელი ბათუმის "დინამოდან" მოხვდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2021 - წელს ამავე ფორმატით ჩატარდება. სფფ საუკეთესოებს 29 დეკემბერს გამოავლენს.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი