შრომის ინსპექცია კლუბის დალუქვას აპირებს - "BASSIANI"-ის წარმომადგენელი

24 დეკემბერი 2021, 18:33 847 ნახვა

კლუბ „ბასიანთან“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელ ნაჯა ორაშვილის განცხადებით, შრომის ინსპექცია კლუბის დალუქვას აპირებს. 

"გვქონდა განწყობა, რომ დაიწყებოდა დალუქვა, დევნა და ფინანსური სანქციები. ახლა მიმდინარეობს დალუქვის პროცესი, თუმცა ვეწინააღმდეგები, თუნდაც თავისუფლების აღკვეთად დამიჯდეს. ერთადერთი გამოსავალი იყო ამ სივრცეების გახსნა. ამაზე ვიმუშავეთ, დავდეთ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული კვლევები და ესე იგი სახელმწიფოსთვის უსაფრთხოება და ხალხზე ზრუნვა არაა ამოსავალი. ეს არის საკლუბო სივრცეების დაშინება, შანტაჟი და განადგურება",- განაცხადა ნაჯა ორაშვილმა.

22 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მიზეზი კი "ომიკრონის" შტამის გავრცელება დაასახელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი