ქობულეთში სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება - შიდა სასოფლო გზებზე კი გადაადგილება შეზღუდულია 

24 დეკემბერი 2021, 11:49 2130 ნახვა

ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს. ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია მაღალი ზონის რამდენიმე სოფელში. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

თოვლისა და ყინვის გამო ქაქუთის, ზენითის, ჩაქვისთავის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გზებზე მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც აჭარის საავტომობილო გზების, ქობულეთის განყოფილების უფროსი ერეკლე კახიძე ამბობს, თითქმის ყველა მიმართულებით შეინიშნება პრობლემები. მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდა. 

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში ტექნიკა იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით : ზენითი, ლეღვა, ქაქუთი, კვირიკე, სოფ. ქობულეთი, ხალა, დაგვა-ქვედა აჭყვას დამაკავშირებელი გზა, შუაღელე, აჭყვისთავი.

შიდა სასოფლო გზებზე სამუშაოები ცენტრალური მონაკვეთების გაწმენდის შემდეგ დაიწყება. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში