აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. საბჭომ სამოქალაქო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა განიხილა. ისაუბრეს შესრულებულ და განსახორცილებელ ვალდებულებებზე. ირკვევა, რომ აჭარის უმაღლესმა საბჭომ 15 ვალდებულება შეასრულა: მათ შორის, საბჭოს ვებ-გვერდი, მიმდინარეობს შენობის ადაპტირება, ამოქმედდა მოქალაქეთა ჩართულობის პორტალი, რომლის მეშვეობითაც ნესბისმიერ მსურველს სხდომების პირდაპირი ტრანსალაციის ყურების საშუალება ექნება, გარდა ამისა მოქალაქეებს შეეძლებათ დეპუტატებთან შეხვედრა.