ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით. საქართველოში სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფება. ლიდერების შეხვედრისას აღინიშნა, რომ მთავრობათაშორისი კომისია ხელს უწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებას. მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.