აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და კონკრეტულ კითხვებს სრული და ობიექტური პასუხი გაეცემა. რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მიკერძოებულ გამოძიებაზე საუბარს, რიჟვაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” რას ამბობს, ეს მათი პოლიტიკური დღის წესრიგის გამომხატველია.ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გარდაიცვალა. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ნუგზარ ფუტკარაძეს, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ.