მეწყრული პროცესები ხელვაჩაურში

14 დეკემბერი 2016, 00:00 3797 ნახვა

დილიდან  თოვს ხელვაჩაურში, ამ წუთებში მაჭახლის ხეობის სოფლებში საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა გზებს ჩამოშლილი მიწის მასისა და თოვლისგან წმენდს. მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ ორთაბათუმშიც, სადაც 22 ოჯახს გადაადგილების პრობლემა შეექმნა, გზის გაწმენდა ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს, მცირე მეწყრული პროცესებია სოფელებში წინსვლასა და სამებაში. ელექტროენერგია არ მიეწოდება ახალსოფელსა და კალენდერეს დასახლების ნაწილს, სადაც ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას“ წარმომადგენლები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში