რუსეთის ამ განცხადებას აფასებენ ქართულ პოლიტიკურ წრეებში, ოპოზიციაში მმართველ გუნდს საერთაშორისო პოლიტიკას უწუნებენ და ამბობენ, რომ საჭიროა მეტი სიხისტე ოკუპანტთან მიმართებაში, ქართულ-ოცნებაში თვლიან, რომ რუსეთის ეს განცხადება არაფრის მომცემი და საპიაროა, რადგან ჯერ ერთი საქართველოს ურყევი ნებაა, რომ გახდეს ნატოს წევრი და მეორეც თავად ნატო უკვე გამოეხმაურა ამ განცხადებას და დაგმო რუსეთის ქმედებები