ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილება

10 დეკემბერი 2021, 18:10 917 ნახვა

ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაცია აპროტესტებს  ლონდონის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ჯულიან ასანჟის  აშშ-ში ექსტრადიციას დაუჭირა მხარი.

  ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციამ აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს მოუწოდა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ასანჟს ყველა ბრალდება მოუხსნას.  ამჟამად ასანჟი სასჯელს გირაოთი გათავისუფლების პირობების დარღვევის გამო ლონდონის ბელმარშის  ციხეში იხდის.  

2021 წლის იანვარში ბრიტანულმა სასამართლომ უარი უთხრა  აშშ-ს ასანჟის გადაცემაზე და გადაწყვეტილების მიზეზად  ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო საფრთხე დაასახელა. მოგვიანებით აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ვიკილიქსის დამფუძნებლის ექსტრადიცია მოითხოვა. 

ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ აპელაცია დღეს 10 დეკემბერს დააკმაყოფილა.  აშშ-ში ასანჟის წინააღმდეგ  სისხლის სამართლის 18 საქმეა აღძრული, რომელთა მიხედვით მას 175 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჯულიან ასანჟს ათასობით საიდუმლო ფაილის გასაჯაროვებაში ადანაშაულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში