შოთა მიშველიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

09 დეკემბერი 2021, 20:36 1219 ნახვა

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობაში ქართველი ძალოსნები ჩაებნენ და მედლების ყულაბაც გახსნეს. 3 ვერცხლის მედალი შოთა მიშველიძემ მოიპოვა.

61 კგ. წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ ატაცში 126/131კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ძალოსანმა აკვრაში თავი 150/155 კილოგრამს გაართვა და აქაც ვერცხლს დაეუფლა, იგივე სინჯის მედალი ერგო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 286 კილოგრამითაც.

ამავე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების მეორე წევრმა რამინ შამილიშვილმა კი ატაცში 117/120/122 კგ. დაძლია და მე-7 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში თავი 141/145 კილოგრამს გაართვა და მე-8 ადგილზე გავიდა, იგივე პოზიცია დაიკავა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 267 კილოგრამითაც.

​ხვალ 10 დეკემბერს მსოფლიო ჩემპიონატზე 73 კგ. წონით კატეგორიაში კახი ასანიძე იასპარეზებს. სპორტსმენი გამოსვლას თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყებს და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში