"საბურთალო" საქართველოს თასის მფლობელია

08 დეკემბერი 2021, 19:08 1489 ნახვა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი თბილისის "საბურთალო" გახდა.

ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართულ ფინალურ დაპირისპირებაში "საბურთალომ" მინიმალური სხვაობით 1-0 წყალტუბოს "სამგურალი" დაამარცხა.

ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე იური ტაბატაძემ გაიტანა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი