8 დეკემბერს "შუქურა" ადგილის შესანარჩუნებლად "გაგრას" დაუპირისპირდება

06 დეკემბერი 2021, 15:38 986 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის ორი კლუბი ქობულეთის "შუქურა" და ქუთაისის "ტორპედო" ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად ეროვნული ლიგა 2-ში მეორე და მესამე ადგილზე გასულ კლუბებს დაუპირისპირდებიან.

"შუქურამ" რანგით უმაღლეს დივიზიონში მეცხრე ადგილი დაიკავა და ლიგა 2-ში მეორე ადგილზე გასულ "გაგრას" შეხვდება. პირველი მატჩი 8 დეკემბერს 13:00 საათზე ქობულეთში "ჩელე არენაზე" გაიმართება.

მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდის გადატანის დამადასტურებელი საბუთი.

ასევე შესაძლებელია პსრ და სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში მატჩზე დასწრება. აღნიშნული შეზღუდვები არასრულწლოვან პირებზე ვრცელდება.

ამ კლუბებს შორის განმეორებითი მატჩი 12 დეკემბერს უკვე თბილისის ზღვის ბაზაზე 13:00 საათზე გაიმართება. ორ რაუნდიან დუელში გამარჯვებული ეროვნულ ლიგის ახალ სეზონში მონაწილეობის უფლებას მიიღებს, დამარცხებული კი ლიგა 2-ში ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში