მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი

06 დეკემბერი 2021, 13:47 1153 ნახვა

თბილისში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი 2005-2007 წლებში დაბადებულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის.

შეჯიბრებაში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის საჭიდაო სკოლებმა და ისრაელის ნაკრებმა მიიღეს. 10 წონით კატეგორიაში კონკურენციაში 178 ჭაბუკი მოჭიდავე ჩაება. 

10 მედალი მოიპოვეს აჭარის ნაკრების ფალავნებმა. მათ შორის ორი ოქროს, 5 ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ ანრი ხოზრევანიძე და ანრი ფუტკარაძე. ვერცხლის მედლები მოიპოვეს გიორგი კოჩალიძემ, საბა თურმანიძემ, ლუკა ლომაძემ, ლუკა შავაძემ და ანრი დავითაძემ.

თორნიკე ვაშაყმაძე, გიგა ფენჩიძე და ირაკლი სოლომონიძე ბრინჯაოს დასჯერდნენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი