12 საათზე იყო ჩანიშნული შუახევის საკრებულოს სხდომაც, სადაც 21 წევრიან საკრებულოში 14 მანდატი ქართულ ოცნებას ეკუთვნის, 5 კი ნაციონალურ მოძრაობას.
დარჩენილ 2 მანდატს კი პარტია გახარია საქართველოსთვის და ლელო ინაწილებს.
უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ წევრები როსტომ ლორთქიფანიძის კანდიდატურას წარადგენენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად.