მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევშიც. მიწის მასა სოფელ ოქროპილაურში დავითაძეების 10 წევრიანი ოჯახის საცხოვრბელ სახლთან ჩამოწვა. ჩაიკეტა 30 ოჯახთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზაც. როგორც გამგებლის მოადგილე აცხადებს, გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, ხოლო ოჯახს დროებით უსაფრთო ადგილას გადაიყვანენ.