''ომიკრონი'' ბრაზილიასა და საუდის არაბეთშიც დაფიქსირდა

01 დეკემბერი 2021, 13:55 964 ნახვა

ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული ორი მოგზაურია, რომლებიც სამხრეთ აფრიკიდან ბრაზილიაში 23 ნოემბერს ჩავიდნენ - 41 წლის მამაკაცი და 37 წლის ქალი. ეს ლათინურ ამერიკაში შტამ "ომიკრონის" პირველი დაფიქსირებული შემთხვევებია.

ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები საუდის არაბეთშიც გამოვლინდა. ინფიცირებულები ჩრდილოეთ  აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში მოგზაურობდნენ. 

ომიკრონის შტამი მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაშია უკვე გამოვლენილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში