“ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა საქართველოში”

12 დეკემბერი 2016, 00:00 3072 ნახვა

“ინტერმუნიციპალური თანაშრომლობა საქართვლოში” - ამ თემაზე ხულოს მუნიციპალიტეტში დისკუსია გაიმართა. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით შედგა. დისკუსიის მთავარი თემა მყარი ნარჩენების შეგროვება და გატანის უზრუნველსაყოფად სტრუქტურული ერთეულის შექმნა იყო. პროექტს “ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება” ევროსაბჭოს ექსპერტიზისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცენტრი 6 ქვეყანაში ახორციელებს. პროგრამის მთავარი მიზანი ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მყარი ნარჩენების მართვის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი