მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვს

12 დეკემბერი 2016, 00:00 3229 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში ორ მეტრს აღწევს. მაღალი ძაბვის ხაზების დაზიანების გამო  დენი არ მიეწოდება  ხულოს მოსახლეობის 80 პროცენტს და შუახევში წყალსაყრის, შუბნის და ბარათაულის თემებს. როგორც კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, დილიდან მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. რაც შეეხება გადაადგილებას,  მაღალი ზონის თითქმის ყველა სოფელში მოძრაობა შეზღუდულია, ხოლო დაბალი ზონის სოფლებში მხოლოდ ორხიდიანი ტრანსპორტითაა გადაადგილება შესაძლებელი. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, თემებთან მისასვლელ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეფერხებულია შუახევში სხეფის საჯარო სკოლაში და უჩამბის ბაგა-ბაღში, ასევე ხულოში - ღორჯომისა და დიდი რიყეთის საჯარო სკოლებში.

ამავე კატეგორიაში