პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დღეს დასრულდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ ნინო სანდოძესა და თეა ძიმისტარაშვილს მოუსმენს.