საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს უკრაინას უმასპინძლებს

26 ნოემბერი 2021, 11:24 1291 ნახვა

დღეს, 26 ნოემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინას უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა უკრაინასა და ესპანეთთან მატჩებისთვის 13 კალათბურთელი დაასახელა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: თად მაკფადენი (მურსია, ესპანეთი), ლუკა მაზიაშვილი (ცხუმ-აფხაზეთი), გივი ბაქრაძე (ოლიმპი), ოთარ ფხაკაძე (ქუთაისი), კახა ჭინჭარაძე (ოლიმპი), მერაბ ბოქოლიშვილი (რუსთავი), მიხეილ ბერიშვილი (თსუ), გიორგი კორსანტია (ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე (გრან კანარია 2, ესპანეთი), თორნიკე შენგელია (ცსკა, რუსეთი), ბექა ბურჯანაზე (ბეტისი, ესპანეთი), გიორგი შერმადინი (ტენერიგე, ესპანეთი), გიორგი ტურძილაძე (კაენი, საფრანგეთი).

საქართველოსა და უკრაინის მატჩი დღეს ნოემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს. 29 ნოემბერს კი ილიას ზუროსის გუნდი ესპანეთს სტუმრად დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში