თავდაცვის სპეციალური ძალების იუბილე

24 ნოემბერი 2021, 18:24 796 ნახვა

სამხედროები საშტატო იარაღითა და სამკერდე ნიშნებით დაჯილდოვდნენ სპეციალური ოპერაციების ძალების 22 წლის იუბილეზე. ამერიკელ და ქართველ სამხედროებს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის სასროლეთზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა კულმინაციური სწავლება ჩაატარეს. სამხედროებმა რეიდის ოპერაციისას საბრძოლო ვაზნებით, ყუმბარმტყორცნით და სნაიპერული გასროლით, პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება და დაჭრილების ევაკუაცია განახორციელეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში