ხვალ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 34-ე ტურში ბათუმის დინამო თელავს უმასპინძლებს, დინამო თბილისი კი შუქურას საკუთარ მოედანზე დაუხვდება. თუ თბილისელები დამარცხდებიან ან ფრეს ითამაშებენ, დარჩენილ ორ ტურს საჩემპიონო მნიშვნელობა აღარ ექნება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ დინამო ბათუმი თელავს დაამარცხებს და სამ ქულას მოიპოვებს. დღეის მონაცემებით, სატურნირო ცხრილს დინამო ბათუმი 68 ქულით ლიდერობს, თბილისის დინამოს კი 63 ქულა ქვს. თუ ხვალ ორივე დინამო მოიგებს, ქულათა შორის სხვაობა კვლავ ხუთი იქნება. ბოლო ორ ტურში კი ბათუმის დინამოს ერთი ფრეც ეყოფა რომ ჩემპიონობა გაინაღდოს. ყველაფერი ხვალინდელ მატჩზეა დამოკიდებული! დინამო ბათუმისა და თელავის შეხვედრა ხვალ 18:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.