სახალხო  დამცველის  ანგარიში 

10 დეკემბერი 2016, 00:00 4774 ნახვა

ადამიანის უფლებათა დაცვის  საერთაშორისო დღეს   სახალხო დამცველმა წლიური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება პოლიციის მხრიდან  დაკავებისას  არასათანადო მოპყრობა.  უჩა ნანუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია სასამართლო განხილვის დროს ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების აღმოფხვრა.   როგორც ომბუსდმენმა აღნიშნა,  რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის კუთხით წელს არაერთი სისტემური პრობლემა გამოვლინდა. ანგარიშში მოხვდა რუსთავი 2-ის საქმეც. ყველა ეს საკითხი  უფრო დეტალურად  სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში აისახება. 

ამავე კატეგორიაში