საქართველომ ინგლისის ნაკრები დაამარცხა

17 ნოემბერი 2021, 10:04 603 ნახვა

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ბათუმში  ინგლისელ თანატოლებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და 3:2 დაამარცხა. ეს არის პირველი შემთხვევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, როდესაც ქართველებმა ინგლისელები დაამარცხეს. უმცროსმა ჯვაროსნებმა შეხვედრა საბურთალოს ფეხბურთელების  გიორგი გულიაშვილის დუბლით და გიორგი გოჩალეიშვილის გოლებით მოიგეს.   

იმის მიუხედავად, რომ მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, შეხვედრის მიწურულს ინგლისელებმა ორი გოლის გატანა მაინც მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ რამაზ სვანაძის გაწვრთნილ გუნდს 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 4 მოგება, 1 ფრე.

შეგახსენებთ, რომ საქართველო რუმინეთთან ერთად 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელია და საკვალიფიკაციო ეტაპზე არ ასპარეზობს, რადგან გუნდი ტურნირში მასპინძლის სტატუსით ითამაშებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი