სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა რეინჯერის კურსი დაასრულეს.
რეინჯერის პროგრამა 22 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც სამხედროებმა კავშირგაბმულობის, სამხედრო ტოპოგრაფიის, წყალზე მომზადების, საინჟინრო და სამედიცინო კომპონენტები შეისწავლეს.
დაჯილდოების ცერემონიალი რეინჯერთა სკოლაში გაიმართა.