უგანდის დედაქალაქში ISIS-ის თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს

17 ნოემბერი 2021, 11:03 896 ნახვა

უგანდაში, აფეთქებების შედეგად  3 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.

ქვეყნის დედაქალაქ კამპალაში პარლამენტისა და პოლიციის შენობებთან მოტოციკლით მოძრავმა 3-მა პირმა თავი აიფეთქა. აფეთქებები 3 წუთის შუალედში მოხდა. დაღუპულთა შორის ორი სამართალდამცველია. მომხდარის გამო პარლამენტში დაგეგმილი პროცედურები გაუქმდა და ევაკუაცია გამოცხადდა.

ქალაქის მასშტაბით სამართალდამცველებმა რამდენიმე ბომბი იპოვეს და დააკავეს ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელსაც ასაფეთქებელი ჟილეტი ჰქონდა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში