სწავლება „დიდგორი 2021“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 14 ლოკაციაზე პარალელურად მიმდინარეობდა დასრულდა. მონაწილეები კი დააჯილდოვეს.
საომარ და კრიზისულ სიტუაციაში სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწა, ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება „დიდგორი 2021“-ის მთავარი მიზნები იყო.