მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 253 მილიონს გადააჭარბა სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.1 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 229.4 მილიონს შეადგენს.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 19.1 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 47.8 მილიონი ადამიანი აშშ დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.4 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოჰყვებიან.