ფაიზერმა კოვიდსაწინააღმდეგო ეფექტური აბები შექმნა

05 ნოემბერი 2021, 18:00 1703 ნახვა

ფაიზერის  მიერ შემუშავებული კოვიდსაწინააღმდეგო ექსპერიმენტული ანტივირუსული პრეპარატი  პაქსლოვიდი დაავადების გართულებისა და გარდაცვალების რისკს 89%-ით ამცირებს. კვლევაში ათას  219-მა კოვიდინფიცირებულმა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტმა მიიღო მონაწილეობა.

კოვიდის გართულებების გამო კვლევაში მონაწილეთა  მხოლოდ 0,8%-ს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა და რაც მთავარია ლეტალური შედეგი არ დამდგარა. ფაიზერის მიერ წარმოებულმა აბმა ფარმაცევტული კომპანია მერკის მიერ შემუშავებულ "მოლნუპირავირის" პრეპარატზე უკეთესი შედეგები აჩვენა. ფარმაცევტულ კომპანია მედიკამენტის დამტკიცებას ელოდება. გუშინ დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ სამკურნალოდ მოლნუპირავირის გამოყენება დაამტკიცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი